კახა კალაძე იოანე ზოსიმეს უნიკალურ ხელნაწერზე - მიხარია გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მიიღო, ვულოცავ საქართველოს!

მიხარია გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მიიღო, ვულოცავ საქართველოს! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს უამრავი მსგავსი ქველმოქმედება აქვს გაწეული ბოლო წლების განმავლობაში.

„მივესალმები აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მხრიდან. მან ჩვენ შეგვაჩვია ამ ტიპის ქველმოქმედებას. უამრავი მსგავსი ფაქტი ფიქსირდება ბოლო 20-30 წლის განმავლობაში, რომ ამ ადამიანმა ქვეყნის სასიკეთო საქმე გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასაფასებელია. სიკეთისა და კარგი საქმეების კეთება გადამდები უნდა იყოს. შეიძლება ყველა არ იყოს მდიდარი ადამიანი, მაგრამ სიკეთის კეთება ყველას შეუძლია, ეს ძალიან მაგარია და ათმაგად, ასმაგად კიდევ უფრო მეტი პოზიტივით დაგიბრუნდება უკან. ასე რომ, მიხარია აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მიიღო და ვულოცავ საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება