მიხეილ სააკაშვილი - გვეუბნებიან, ანაკლიის პორტს ავაშენებთო, როცა ვარკეთილის მეტროს ჭერი ვერ გაუკეთებიათ - ხალხი დაიღალა ტყუილებით, დაცინვით, მას უფლება აქვს, იყოს გაბრაზებული

მე დარწმუნებული ვარ, რომ შინდისის გმირებში, ტატუნაშვილში, ანწუხელიძეში იყო 300 არაგველის გენი, მაგრამ ჩვენ მოღალატეებიც გვყავდა - ვარსქენ პიტიახშის, ყორღანაშვილის გენები, რა თქმა უნდა, არის ივანიშვილში და კალაძეში. ეს არის ამ ორი გენეტიკური ხაზის შეჯიბრება საქართველოში. მინდა ყველას გვესმოდეს, რაზეა აქ საუბარი, იმიტომ, რომ ხალხი დაიღალა ტყუილებისგან, დაცინვისგან, ხალხს უფლება აქვს, რომ იყოს გაბრაზებული, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც კლინიკა „ვივა მედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ამგვარად ის მიმართავს „ იმათ, ვინც ბოდიშის მოხდისკენ მოგვიწოდებს, კერძოდ, ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთში“.

გარდა ამისა, სააკაშვილმა ისაუბრა არჩევნებთან დაკავშირებით სოციოლოგიურ გამოკითხვებზე.

„ყველა გამოკითხვით, ქართული ოპოზიცია ჯამურად და „ნაციონალური მოძრაობა“ არის პირველ ადგილზე. „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია გავიდეს პირველ ადგილზე ამ არჩევნებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი დაირაზმოს და ხალხმა ნახოს, რომ ყველაზე მთავარი ძალა ეს არის იმიტომ, რომ ამ ძალას შეუძლია „ოცნების“ ჯებირის გარღვევა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები ერთად ორჯერ მეტი არიან გამოკითხვებში, ვიდრე „ქართული ოცნება“ . „ქართული ოცნების“ რეიტინგი ზუსტად ემთხვევა იმ პროცენტს, რომელიც მათ აქვთ ადმინისტრაციულად დასაქმებული. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხს [„ქართულ ოცნებას“] მისცემს ხმას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, როგორც სააკაშვილმა „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას აღნიშნა, ტყუილების არავის სჯერა.

„2013 წლის ბოლოს მთავრდებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობა, იგივე ლაზიკის პორტის მშენებლობა და თვითონ ქალაქის. ახლა, 2024 წელს გვეუბნებიან, რომ ავაშენებთო, როცა ვარკეთილის მეტროს ჭერი ვერ გაუკეთებიათ რამდენიმე წელიწადია. სამარცხვინო, უბრალოდ!“-განაცხადა სააკაშვილმა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა