მიხეილ სააკაშვილი - არასდროს დავთმობთ დამოუკიდებლობას! ამისთვის გვჭირდება, დასავლეთი გვერდში დაგვიდგეს - თუ საქართველო დაეცემა, კიდევ ერთი ერი გაიზიარებს ტრაგიკულ ბედს

ჩვენ არასდროს დავთმობთ დამოუკიდებლობას! ამისთვის გვჭირდება, რომ დასავლეთი გვერდში დაგვიდგეს. გვესმის, რომ ბევრი რამე ხდება მსოფლიოში, მაგრამ გთხოვთ, არ დაუშვათ ჩვენგან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, რადგან თუ საქართველო დაეცემა, დასავლური გავლენა ჩვენს რეგიონში დაეცემა, შემდეგ კიდევ ერთი ერი გაიზიარებს ტრაგიკულ ბედს, რომელიც გაიზიარეს ხალხებმა, რომლებიც დიქტატურებად იქცნენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას ევროპელი პარტნიორების მისამართით ინგლისურ ენაზე გაკეთებული მიმართვისას განაცხადა.

მან ევროპარლამენტს მადლობა გადაუხადა მიღებული რეზოლუციისა და მისი უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნისთვის და ევროპას თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში თანადგომა სთხოვა.

„ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო იყო დამოუკიდებლობის შუქურა, მოწინავე ეკონომიკური რეფორმატორი, ისევე როგორც მოწინავე კორუფციასთან ბრძოლაში. სამწუხაროდ, რუსმა ოლიგარქმა, რომელმაც გადაიბარა ხელისუფლება, რომელსაც არჩევნების შემდეგ, ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარე, ამ რეფორმებს გადაუხვია და ცდილობს რუსეთის დაბრუნებას საქართველოში და საქართველოს დაბრუნებას რუსეთის კონტროლის ქვეშ. ისინი აპირებენ დიქტატურის დამყარებას, ოპოზიციის აკრძალვას, სურთ საქართველოს საბოლოო დისტანცირება ევროპისა და ცივილიზებული სამყაროსგან, სურთ დაამყაროს აზიური ტიპის ბრუტალური დიქტატურა. ქართველი ხალხი ამაზე უკეთესია, ჩვენ თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ, ჩვენ ვართ სრულად ევროპული ერი, ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ესწრაფოდა დამოუკიდებლობას, უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში ნამდვილად დამოუკიდებლები ვართ და არასდროს არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას! ამისთვის გვჭირდება, რომ დასავლეთი გვერდში დაგვიდგეს. გვესმის, რომ ბევრი რამე ხდება მსოფლიოში, მაგრამ გთხოვთ, არ დაუშვათ ჩვენგან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, რადგან თუ საქართველო დაეცემა, დასავლური გავლენა ჩვენს რეგიონში დაეცემა, შემდეგ კიდევ ერთი ერი გაიზიარებს ტრაგიკულ ბედს, რომელიც გაიზიარეს ხალხებმა, რომლებიც დიქტატურებად იქცნენ. ჩვენ არ გვჭირდება დიქტატურა აქ, გვინდა თავისუფლება, დემოკრატია, გვყავს არაჩვეულებრივი ახალი თაობა, რომელიც უფროს თაობასთან, ჩვენთან ერთად, აპირებს ბრძოლას დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის. მადლობას ვუხდი ევროპარლამენტს რეზოლუციისთვის, მადლობას გიხდით ჩემი გათავისუფლების მოთხოვნისთვის. არ მისცეთ არჩევნების მოპარვის საშუალება. არ დაუშვათ, რომ საქართველო ვენესუელად ან ბელარუსად აქციონ. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის, მაგრამ გვჭირდება თქვენი დახმარება და თქვენი ძლიერი პოზიცია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა