იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოშია

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოშია, რომელიც საკუთრებაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

ამასთან, უწყების განმარტებით, დამთვალიერებელს საშუალება ექნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იხილოს იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ყოველ დღე, ორშაბათის გარდა.

„ქართველი მოღვაწის, იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი და მის მიერვე აკინძული ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით იქნა შეძენილი, საქართველოში დღეს ჩამობრძანდა.

წმინდა ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საკუთრებაში ასევე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გადაეცემა.

ხელნაწერი ეროვნულ მუზეუმში ბედიის ბარძიმის გვერდით ღირსეული ადგილს დაიკავებს ქრისტიანული საგანძურის (ოქროს ფონდის) ექსპოზიციაში, სადაც ასევე გამოფენილია ხახულის ხატი, ანჩის ხატი, თამარ მეფის ჯვარი, წილკნის ხატი და სხვა სიწმინდეები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იხილოს იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე შეიძინა პალიმფსესტი, Codex Sinaiticus Rescriptus-ი, შედგენილი არამეულ და ქართულ ენებზე, რომლის ქვედა ფენა დათარიღებულია V-VII საუკუნეებით, ხოლო გვიანდელი ფენა თარიღდება 979 წლით და შესრულებულია იოანე ზოსიმეს მიერ. აღსანიშნავია, რომ ეს მისი ერთადერთი ხელნაწერია საქართველოში და მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს, ასევე ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევისათვის.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ დიდ მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ამ ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც დიდ ადგილს დაიკავებს საქართველოსა და ქართული კულტურის ისტორიაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება