პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფიო ხორგუანი ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართავს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფიო ხორგუანი ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართავს და მას გზების რეაბილიტაციის დროულად დასრულებას სთხოვს.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სოფიო ხორგუანმა ახალციხეში გამართულ ბრიფინგზე რეგიონში გზების სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრა.

„საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე გზის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კვლავ რჩება დაუსრულებელი მონაკვეთი სოფელ ჩითახევთან. ზარზმა-ხულოს მონაკვეთი 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ მონაკვეთზე სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს.

რთული მდგომარეობაა ახალციხე-ასპინძის სახელმწიფო მნიშვნელობის გზის რამდენიმე მონაკვეთზე. სოფლების უმრავლესობაში ასევე არ არის მოწესრიგებული საავტომობილო გზა. მაგალითად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში უვარგისი გზის გამო ვერ ადის ის მანქანა, რომელმაც მოსწავლეები რაიონული ცენტრის სკოლებში უნდა წაიყვანოს, ამიტომ მოქალაქეები იძულებული არიან დატოვონ საცხოვრებელი ადგილები. იგივე მდგომარეობაა სოფელ აბასთუმანში. ასპინძის რაიონის თითქმის ყველა სოფელში ანალოგიური ვითარებაა. მაგალითად, სოფელ ხიზაბავრასა და სოფელ საროში, რომელიც ტურისტულად მიმზიდველია, შიდა გზები ასევე პრობლემაა.

დღემდე მოუწესრიგებელია გზა ბაკურიანიდან ტაბაწყურამდე, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დასახლებაა.

გამართული მოწესრიგებული გზის არსებობა შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას, შექმნის სამუშაო ადგილებს და ისეთ პირობებს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ არ დატოვოს მშობლიური ადგილები.

მივმართავ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, მოსთხოვოს კომპანიებს აღებული ვალდებულებების დროული შესრულება. ასევე, მუნიციპალიტეტების მერიებთან შეთანხმებით სასწრაფოდ მოამზადოს და დაიწყოს სოფლებში გზების მოწესრიგების გეგმის განხორციელება“,- განაცხადა ხორგუანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია