პეტრე ცისკარიშვილი - ევროპარლამენტის გუშინდელი დებატებიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დაპაუზებულია და ასე იქნება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება

კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურის მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მოლოდინი ევროპარლამენტში პროკრემლისტური ძალების არჩევაზე ფუჭი და ცრუ აღმოჩნდა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის გუშინდელი დებატებიც ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დაპაუზებულია და ასე იქნება მანამ, სანამ „ქართულ ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება.

„საქმე ის გახლავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ იმედი ჰქონდა, რომ როდესაც ევროპარლამენტის არჩევნები ივნისში ჩატარდა, იქ მოვიდოდნენ ისეთი ძალები, სუბიექტები და ინდივიდები, რომლებიც პროპუტინისტურად, პრორუსულად განწყობილი არიან და პარალელურად, ასეთი ადამიანები, როგორც წესი, იცავენ და ახმოვანებენ ხოლმე „ქართული ოცნების“ პოზიციას. რა თქმა უნდა, ასეთი სუბიექტები ევროპარლამენტში აღმოჩნდნენ, მაგრამ უკიდურეს უმცირესობაში არიან და შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროპა, ევროპული ცივილიზაცია, მთლიანად, დასავლური სამყარო მთავარ ფასეულობებზე დგანან, როგორებიცაა დემოკრატია ღია, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და კანონის უზენაესობა. „ქართული ოცნება“, რომელიც ამ ფასეულობებს არ იზიარებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ძალაუფლებას დაკარგავს, რა თქმა უნდა, ევროპულ ფასეულობებთან წინააღმდეგობაში მოდის. სწორედ აქედან უნდა ამოვიდეთ, როდესაც ვმსჯელობთ, რა ტიპის რეზოლუცია შეიძლება იყოს მიღებული და თუნდაც, გუშინდელი დებატებიც ადასტურებს იმას, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დაპაუზებულია და ასე იქნება მანამ, სანამ „ქართულ ოცნებას“ სახლში არ გავუშვებთ, ოპოზიციაში არ გადავიყვანთ და ხელისუფლებას არ ჩამოვაშორებთ.

ყველაფერი ძალიან მარტივდება - ან სიღატაკე იზოლაციაში, ან კეთილდღეობა და განვითარება ევროპასთან ერთად - ეს არის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა