ანა კობახიძე - უნდა შევახსენოთ ყველა საჯარო მოხელეს და მათ უშუალო ხელმძღვანელს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, ანა კობახიძის განცხადებით, საკრებულოებსა და გამგეობებში თანამშრომლების მიერ პირადობის დამადასტურებლი დოკუმენტის ჩამორთმევა ხდება. როგორც ანა კობახიძემ აღნიშნა, პირადი სახის ინფორმაციის ვინმესთვის გადაცემა, რომელიც საარჩევნო ერთიან სიაშია დატანილი, ისჯება სისხლის სამართლის დანაშაულით.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, წინა კვირასაც გავასაჯაროეთ მსგავსი ფაქტები, როცა საქმე ეხებოდა საკრებულოებსა და გამგეობებში თანამშრომლების მიერ პირადობის დამადასტურებლი დოკუმენტის ჩამორთმევას. უნდა შევახსენოთ ყველა საჯარო მოხელეს და მათ უშუალო ხელმძღვანელს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ადმინისტრაციას კვლავ მოვუწოდებ, რომ ჩაატაროს მკაცრი კამპანია, რათა ყველა ამომრჩევლამდე მივიდეს ეს ინფორმაცია, განსაკუთრებით პირადი სახის ინფორმაცია, რომელიც დატანალია საარჩევნო ერთიან სიაში.

ასეთი ინფორმაციის ვინმესთვის გადაცემა, პირველ რიგში არის სისხლის სამართლის დანაშაული და შემდეგ ეს იწვევს მანიპულაციის რისკის არსებობას”,- განაცხადა ანა კობახიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება