გიორგი ტყემალაძე - დღეს ვაკის რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი - წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია - დასრულდა

ვაკის რაიონში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დასრულებული სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე განხორციელდა.

„დღეს ვაკის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობისა და მთელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი - წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია - დასრულდა.

მსგავსი კომპლექსური პროექტები ხელს უწყობს ქალაქში მოსახლეობის უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობას და ტრანსპორტის შეუფერხებლად მოძრაობას. ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტების შესაბამისად, თბილისში მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება კვლავაც გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია - წყალარინების, წყალმომარაგების და გაზმომარაგების ქსელები, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი.

„გარკვეულ მონაკვეთებში გზის სავალი ნაწილი გაგანიერდა, ასევე აშენდა უსაფრთხოებისთვის ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის კედლები, რეაბილიტირდა არსებული ტროტუარები, ხოლო სადაც არ არსებობდა, ახალი ტროტუარები მოეწყო.

ქუჩაზე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი Led სანათებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საავტომობილო გზას, დაიგო ასფალტის საფარი, ამასთანავე მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზა სავალი ნაწილი და განთავსდა სატრანსპორტო ნიშნები. აგრეთვე განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები, დამონტაჟდა ნარჩენშემკრები მიწისქვეშა ურნები.

რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის მიმდებარედ არსებული თარგებისა და გზის შუა გამყოფი კუნძულები გამწვანდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 659 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო, 3 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბალახი დაითესა და სარწყავი სისტემა მოეწყო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 15 მილიონი ლარით დაფინანსდა.

წყნეთის გზატკეცილის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის მერის მოადგილეებმა ანდრია ბასილაიამ და ირაკლი ბენდელიანმა, ასევე ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და შპს ,,თბილსერვისჯგუფის’’ ხელმძღვანელმა დავით ფაჩულიამ დაათვალიერეს.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს