ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში

GM PHARMA ფარმაცევტულ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, წარმოების უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვასა და თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტების შექმნა-განვითარებაზეა ფოკუსირებული. ამჟამად კომპანიის კვლევა-განვითრების დეპარტამენტში (R&D) 15 ახალ მედიკამენტზე მიმდინარეობს მუშაობა, და ამ მიმდინარე პროექტებს 2025 წლიდან კიდევ დაემატება 30-ზე მეტი ახალი პროექტი, რითაც ჯანდაცვის სპეციალისტებს ბევრი მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემის უკეთ მკურნალობის საშულება მიეცემათ. სწორედ ამიტომ, GM PHARMA-ში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლებებისა და ტრენინგების პროცესი.

ამჯერად, კომპანიამ პირველ რიგში, თავისი კვლევა-განვითარებისა და ასევე, წარმოების პროცესთან დაკავშირებული განყოფილებების თანამშრომლებისთვის ახალი მედიკამენტების შექმნა-განვითარების 2-დღიანი საერთაშორისო ტრენინგი-სემინარი ჩაატარა. ტრენინგის მთავარ მიზანს წამლების კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულებით თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის სრულყოფა, კვალიფიკაციის ამაღლება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ტრენინგის ფარგლებში ყურადღება დაეთმო მულტინაციონალური კომპანიების გამოცდილების გაცნობას ახალი ჯენერიკული პრეპრატების შექმნის კუთხით, ასევე საერთაშორისო R&D გაიდლაინების მიმოხილვას. ჩატარებული საერთაშორისო ტრენინგის კურსი მოიცავდა სალექციო ნაწილს, რასაც ინტერაქტიული გუნდური მუშაობის სემინარები მოყვებოდა. თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პრაქტიკულ სავარჯიშოებში, რაც პროექტის განხორციელების იდეიდან ახალი პროდუქტის გამოშვებამდე პერიოდს ფარავდა და მოიცავდა წამლის განვითარების ისეთ მნიშვნელოვან ეტაპებს, როგორიცაა პოტენციური პროექტების განსაზღვრა, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციის (API) მომწოდებლების შერჩევა, ფორმულაციის/წამლის შემადგენლობის განვითარება, ანალიზური განვითარება, პროცესის ვალიდაცია, შესაფუთი მასალის განვითარება, პილოტური და ძირითადი ბიოეკვივალენტობის კვლევები, წარმოების პროცესისი GMP სივრცეში გადატანა - ე.წ. მასშტაბირება, პროცესების ტრანსფერი, მედიკამენტის სავალიდაციო სერიების წარმოება, ხარისხის კონტროლი, წამლის რეგისტრაცია, ბაზარზე გაშვების პროცესები და სხვა.

ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო აღიარების მქონე გერმანელი ექსპერტი და კონსულტანტი ჰელმუთ ვიგენშოუ (Dr. Helmut Vigenschow), რომელსაც ფარმაცევტულ ინდუსტრიაში 40 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. ბ-ნი ჰელმუთი ევროპის გენერიკული მედიკამენტების ასოციაციასა (EGA) და გერმანიის წამლის მწარმოებელთა ასოციაციაში (BAH) არის სხვადასხვა კომიტეტის წევრიც. მუშაობდა სხვადასხვა გერმანულ ჯენერიკულ წარმოებებში, ასევე ცნობილ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებში, მათ შორის – რაციოფარმსა (Ratiopharm GmbH) და ტევაში (Teva Pharmaceutical Industries Ltd).

ჰელმუთ ვიგენშოუს საკონსულტაციო-სატრენინგო სფეროებში შედის ფარმაცევტული პროდუქტების კვლევა-განვითარება, მარეგულირებლებთან ურთიერთობა, ხარისხის უზრუნველყოფა, კარგი საწარმოო პრაქტიკის (cGMP) კომპლაენსი, პროექტების მართვა. მას ევროპის წამლის სააგენტოსა (EMA) და აშშ საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) სტანდარტების შესაბამისად ფარმაცევტულ კომპანიებში კვლევა-განვითარებისა და ხარისხის მართვის სისტემების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების მიმართულებით დიდი გამოცდილება გააჩნია.

„კომპანიის მთავარ ფასეულობას პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს, რაც გულისხმობს ჩვენი პრეპარატებით მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას. GM PHARMA-ს მიზანია მის მიერ განვითარებული მედიკამენტებით მოახდინოს ჯანდაცვისათვის აქტუალური სხვადასხვა პათოლოგიის პრევენცია, მკურნალობა და ფარმაცევტულ ბაზრებზე არსებული თერაპიული საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. ამ მიზნის მისაღწევად, კომპანია მაქსიმალურად ზრდის ინვესტიციებს R&D-ში და უკვე მნიშვნელოვანი წარმატებებიც აქვს - ამჟამად კომპანიის R&D განყოფილებაში 15-ზე მეტი მიმდინარე პროექტია, 2025 წლის განმავლობაში კი დამატებით 30-ზე მეტი ახალი მედიკამენტის განვითარება იგეგმება, როგორც საკუთარ R&D განყოფილებაში, ისე კონტრაქტორი ევროპული R&D ლაბორატორიების დახმარებითაც. ამავე დროს აღნიშნული მიდგომა დაეხმარება GM Pharma-ს სტრატეგიული ზრდის მიღწევასა და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში პოზიციების გამყარებაში, რადგან კომპანიის სურვილიც ხომ ფარმაცევტული ინდუსტრიის რეგიონული ლიდერიდან გლობალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებაა“ - აცხადებს ლევან ვარდუაშვილი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

GM PHARMA-ს კვლევისა და განვითარების (R&D) განყოფილება მოიცავს ფორმულაციისა (წამლის შემადგენლობის განვითარება) და ანალიზური განვითარების ლაბორატორიებს. ლაბორატორიები დაპროექტებულია და სრულად აღჭურვილია ლაბორატორიული მასშტაბის თანამედროვე საწარმოო და ანალიტიკური დანადგარებით, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს იმუშაოს ახალ ჯენერიკულ პროდუქტებზე, მათ შორის სამკურნალო პროდუქტების განსხვავებულ დოზირებულ ფორმებზე, ინოვაციურ კომბინაციებსა და პოლიპილებზე (ე.წ. სუპერჯენერიკებზე), ასევე ფიქსირებული დოზის კომბინაციების შექმნაზე, რაც ბაზარზე არსებული თერაპიული საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს. GM PHARMA ასევე აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან და იყენებს მათ გამოცდილებას საქართველოში საკუთარი პროდუქტების კვლევა-განვითარებასა და წარმოებაში.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!

(R)

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის