გიორგი ბარამიძე - ევროპარლამენტის ყველა ძირითადმა ფრაქციამ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდა და ეს არა მარტო ივანიშვილის ხელისუფლებას, არამედ, სალომე ზურაბიშვილსაც ეხება

ევროპარლამენტის ყველა ძირითადმა ფრაქციამ საქართველოს ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ, უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდა და ეს არა მარტო ივანიშვილის ხელისუფლებას ეხება, არამედ, სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც პრეზიდენტის უფლებამოსილება და შეწყალების ბერკეტები აქვს, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, „ქართული ქარტია“ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან შესაბამისობაში ვერ იქნება.

„ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინო პროცესი კვლავ გრძელდება, როდესაც ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ მდგომარეობაშია. ჩვენმა მეგობრებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის გაეთავისუფლებინათ. გუშინ ევროპარლამენტმა, აბსოლუტური უმრავლესობით, ყველა ძირითადმა ფრაქციამ კვლავ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. ეს მოწოდება, სხვათა შორის, არამარტო ივანიშვილის ხელისუფლებას და მთავრობას ეხება, არამედ, ზურაბიშვილსაც, რომელსაც პრეზიდენტის უფლებამოსილება და ბერკეტები აქვს. კიდევ ერთხელ, მასაც მოვუწოდებ, თუკი ის იზიარებს მის მიერვე შემოთავაზებული „ქართული ქარტიის“ პრინციპებს, ეს ქარტია ვერანაირად ვერ იქნება შესაბამისი საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან. ევროპული სტანდარტები არანაირად არ არის შესაბამისი საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები არაფრით არ არის შესაბამისი, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის, პროდასავლური და პატრიოტული ძალის ლიდერი იყოს საპყრობილეში და მას, აი, როგორც დღეს ვხედავდით, ხარვეზიანი კომუნიკაციებით ჰქონდეს, ან არ ჰქონდეს საერთოდ საშუალება, ესაუბროს თავის ხალხს იმაზე, რაც ხალხს აინტერესებს, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და რაც წაგვიყვანს კეთილდღეობისკენ ევროპაში და 26 ოქტომბერს მონობაზე გვათქმევინებს უარს.

დღეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალიან ნათლად თქვა ის, რაც ვიცით ყველამ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი დიდი უპირატესობით, აუცილებლად გაიმარჯვებს ამ მოღალატეობრივ რეჟიმზე, რომელიც ფაქტობრივად, რუსეთის საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმია. მისი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის დაშლა და დაქუცმაცება, ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. მათ აქვთ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს ისევე, როგორც ბოდიშს არ მოუხდის გიორგი ანწუხელიძისა და ჟიული შარტავას მკვლელებს, ჩვენს მტრებს, ოკუპანტებს, ასე რომ, დარწმუნებული ვართ, 26 ოქტომბერს ერთიანი, ევროპული, პატრიოტული საზოგადოება ამ მოღალატურ რეჟიმს დაამარცხებს და აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში", - გიორგი ბარამიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა