ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი - ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი ევროპულ მომავალზე მაღლაა დაყენებული -  „ქართული ოცნება“ სულ უფრო ავტორიტარული მოქმედებით ცდილობს შიშის ატმოსფეროს გაღვივებას

ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული, - ამის შესახებ საუბარია რეზოლუციის პროექტში „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, რომელსაც გერმანიის ბუნდესტაგმა 10 ოქტომბერს უნდა უყაროს კენჭი.

რეზოლუციის პროექტი თანახმად, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა სულ უფრო ავტორიტარული მოქმედებით ცდილობს შიშის ატმოსფეროს გაღვივებას.

„ქართლი ოცნების“ დამაარსებლის და საპატიო თავმჯდომარის, ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპული მომავალზე და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ცდილობს, სულ უფრო ავტორიტარული მოქმედებით და საზოგადოების მეგობრებად/პატრიოტებად და მტრებად/მოღალატეებად დაყოფით, შიშის ატმოსფეროს გაღვივებას. პოლარიზაციის გადალახვის არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ასევე, აბსოლუტურად მიუღებელი და დემოკრატიის ევროპულ გაგებასთან შეუსაბამოა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადება არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სურვილის შესახებ,“ - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება