„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ახმეტის მუნიციპალიტეტში გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლების: ჯოყოლოს, დუისის, ომალოს, ქვემო და ზემო ხალაწანის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრებზე ისაუბრეს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით უკვე განხორციელდა - მოწესრიგდა სპორტული, საგანმანათლებლო, წყლის და გზების ინფრასტრუქტურა.

„მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, დელეგატის თქმით, მათი გათვალისწინება შემდეგი ეტაპის განსახორციელებელი პროექტების ნუსხაში აუცილებლად მოხდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება