ალექსანდრე წულაძე და არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მასწავლებლებთან შეხვედრაზე ალექსანდრე წულაძემ პედაგოგების მხარდამჭერ ინიციატივებსა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

“ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში მინისტრთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე.

ალექსანდრე წულაძე ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულ ინოვაციური ცენტრის ინფრასტრუქტურასაც გაეცნო. ინოვაციური ცენტრის თანამედროვე არქიტექტურის ერთსართულიან შენობაში ფუნქციონირებს ოთახები პანორამული ხედებით, დახურული და ღია სამუშაო სივრცეები, სასწავლო-საკონფერენციო დარბაზი, კომპიუტერული ოთახები და ლაბორატორია.

ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ისტორიული შენობა 2020 წელს სრულად რეაბილიტირდა.

პირველ საჯარო სკოლაში ამ ეტაპზე 682 მოსწავლე სწავლობს და დასაქმებულია 49 მასწავლებელი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე