მეუფე შიო - უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას - მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დიდებული შენაძენით გაამდიდრა კულტურული მემკვიდრეობა

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ დიდებული შენაძენით გაამდიდრა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ(მუჯირი) იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას.

„ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს.

დღეს აღვნიშნავთ შესანიშნავ მოვლენას - ამ დიდებული ხელნაწერის, პალიმფსესტის, საქართველოში ჩამოტანას და ვფიქრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ჩვენს ისტორიულ სიძველეებზე, მის მნიშვნელობაზე.

მახსენდება წმინდა პატრიარქ კირიონის სიტყვები ჩვენს ხელნაწერებთან და არქივებთან დაკავშირებით. იგი ბრძანებს: „ხელნაწერები, არქივი - ეს არის სამართლიანი მემატიანე, რომლის პირითაც ღაღადებს ჭეშმარიტება და რომლის თვალითაც გვიცქერიან ჩვენი წინაპრები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია, თვალი გადავავლოთ ჩვენი წინაპრების ღვაწლსა და საქმეს. წინაპართა ღვაწლის შესწავლის გარეშე კი შეუძლებელია, გაიგო აწმყო, და ასევე ჯეროვნად იმუშაო ჩვენი მომავალი კულტურული და ეროვნული საქმისთვის", - აი, ასეთი შესანიშნავი სიტყვებია. ამრიგად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ დიდებული შენაძენით გაამდიდრა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და შეგახსენოთ, რომ დღევანდელი დღე დაემთხვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის საქართველოში ჩამობრძანებული ასლის ხსენებას, ასევე უფალ იესო ქრისტეს საყვარელი მოწაფის, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას.

ღვთისმშობლის მეოხებითა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით, უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, უფალმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება