ზიმბაბვეს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მინისტრი - ყველაზე მეტად რაც მომწონს საქართველოში, სტუმართმოყვარე ხალხია

ყველაზე მეტად რაც მომწონს საქართველოში, სტუმართმოყვარე ხალხია , - ასე აფასებს ზიმბაბვეს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მინისტრი ბარბარა რვოძი საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას.

მისი შეფასებით, მოგზაურთა რაოდენობის მიხედვით საქართველოში ინდუსტრია და ტურიზმის ადმინისტრაცია ძალიან კარგად მუშაობს ამ ქვეყანაში.

„მსოფლიო ტურიზმის დღე ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. საქართველო ძალიან მშვიდობიანი ქვეყანაა და წლის თემატიკაც ტურიზმი და მშვიდობაა. ყველაზე მეტად რაც მომწონს საქართველოში, სტუმართმოყვარე ხალხია. ყველაფერი, რასაც საქართველოში ვნახულობ, ჩემს სახლს მახსენებს. ჩვენი ურთიერთობა იზრდება, ჩვენი საერთო ინტერესის მეშვეობით გასტრონომიასა და ტურიზმში. საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია. თუ დავაკვირდებით ციფრებს, მოგზაურთა რაოდენობა თითქმის 8-10 მილიონს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია და ტურიზმის ადმინისტრაცია ძალიან კარგად მუშაობს ამ ქვეყანაში“, - აცხადებს ბარბარა რვოძი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.

„მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს