გიორგი ბოტკოველი - ხალხი მზად არის გამარჯვებისთვის და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს

მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრები კიდევ ერთხელ გვიდასტურებს ერთ რამეს, რომ ხალხი მზად არის გამარჯვებისთვის და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს , - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა კაბალში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ბოტკოველის თქმით, გამარჯვების შემდეგ მთავარი, რასაც უზრუნველყოფენ, დაფასდება შრომა.

„მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრები კიდევ ერთხელ გვიდასტურებს ერთ რამეს, რომ ხალხი მზად არის გამარჯვებისთვის და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. ეს სჭირდება რეალურად აბსოლუტურად ყველას, ყველა სოფლის მოსახლეობას, ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და მთავარი, რასაც ჩვენ გამარჯვების შემდეგ უზრუნველყოფთ იქნება ის, რომ დაფასდება მშრომელი ადამიანის შრომა, მხოლოდ მაშინ შეუძლია ადამიანს იცხოვროს ბედნიერად, ჰქონდეს მოტივაცია იმისა, რომ აწარმოოს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქცია, იშრომოს იმისთვის, რომ მან შექმნას დოვლათი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც იქნება პირდაპირი გარანტი იმისა, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამას შეძლებს ქვეყანა, ამას შეძლებს ქართველი ხალხი და მე დარწმუნებული ვარ, რომ კაბალი, ყველა სოფელი, მთლიანად კახეთი და მთელი საქართველო გაიმარჯვებს“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს