სალომე სამადაშვილი - სანქციების მსუსხავი ხელი უკვე ძალიან ახლოს არის ივანიშვილის ყელთან - არჩევნები არის ბოლო შანსი, რომელიც მას ეძლევა

სანქციების მსუსხავი ხელი უკვე ძალიან ახლოს არის ბიძინა ივანიშვილის ყელთან მისული, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, არჩევნები არის ბოლო შანსი, რომელიც ივანიშვილს ეძლევა.

მისი განმარტებით, დასავლელი პარტნიორები შეხედავენ, დაემორჩილება თუ არა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ქართველი ხალხის ნებას.

“ჩვენ ძალიან გასაგებად გვითხრეს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არის იმგვარი, რომ შეუძლებელს ხდის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. თუ “ქართულ ოცნებას" მიაჩნია, რომ ეს არის ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, ჩამოხსნან თავიანთი ბანერები, ევროპის დროშა რომ აქვს ზედ გამოსახული, დახატონ რუსული და გასაგები იქნება ყველასთვის, რომ უარს ამბობენ ევროპულ დღის წესრიგზე, იმიტომ, რომ თუ მოწოდებას - საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, მედიები არ უნდა შეიზღუდოს - ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებენ, ე.ი. ამ ხალხს არაფერი ესაქმება ევროკავშირში, მორჩნენ ხალხის მოტყუებას და ღიად, გახსნილად თქვან, რომ უარს ამბობენ ევროკავშირის დღის წესრიგზე.

ევროპარლამენტი არ არის ერთადერთი, ვინც გასაგებად უთხრა ქართველ ხალხს, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ არა უბრალოდ მთავრობას, არამედ ვაკეთებთ არჩევანს, იქნება თუ არა ამ ქვეყნის მომავალი ევროკავშირში თუ დავადგებით ლუკაშენკოს ბელორუსიზაციის გზას. დღეს მოგვიწოდა უკვე ლუკაშენკომ, დსთ-ში შემობრძანდითო.

ბუნდესტაგიც იგივე რეზოლუციის მიღებას აპირებს, ევროპული საბჭოც მიიღებს ამ დღეებში იგივე დადგენილებას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასე რომ, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად გაიგოს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არა თუ გაწევრიანდება ქვეყანა ევროკავშირში, არამედ, ემუქრება უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის გადახედვაც ან შესაძლო დაკარგვა. ეს არის სიცხადის შემოტანა. მე მესმის, “ქართული ოცნება” ძალიან ნერვიულობს და არ მოსწონს ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ისინი ხომ ძალიან კომფორტულად იყვნენ, როდესაც ხალხს ატყუებდნენ, რომ ვითომ უნდათ ევროკავშირი და რეალურად, ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებს. მას სანქციების დაწესების ძალიან რომ ეშინია, ესეც გასაგებია. სანქციების მსუსხავი ხელი უკვე ძალიან ახლოს არის ბიძინა ივანიშვილის ყელთან მისული.

არჩევნები არის ბოლო შანსი, რომელიც ივანიშვილს ეძლევა იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ ის არჩევნებს აგებს და შეხედავენ, დაემორჩილება თუ არა ის ქართველი ხალხის ნებას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის პატივისცემა არის ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა, მაშინ ეს ხალხი პირდაპირ ამბობს, რომ არის პუტინის გაგრძელება, რადგან პუტინს აქვს ასეთი მიდგომა”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია