კახა კალაძემ ისნის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე გახსნა

თბილისის მერიისა და კომპანია „ას ჯორჯიას“ შეთანხმებით, ისნის რაიონში, საცხოვრებელი კომპლექსის „პარკ ბულვარის“ მიმდებარედ, 7,5 ჰექტარ ფართობზე პარკი გაშენდა.

ახალი პარკი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და პარკში შეკრებილ მოსახლეობას სცენიდან მიმართა.

„ძალიან მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი და არა მხოლოდ ახალგაზრდა. თქვენთან ერთად, მეც გახარებული ვარ, რომ ისნის რაიონში, „დირსის“ დასახლებაში ასეთი შესანიშნავი რეკრეაციული სივრცე შეიქმნა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა და მუნიციპალიტეტმა ითანამშრომლოს. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ას ჯორჯიას“ თანამშრომლობისთვის და ამ ძალიან კარგი პროექტის განხორციელებისთვის. მართლაც მშვენიერია, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, ატრაქციონები პატარებისთვის, ველობილიკები, გამწვანებული, განათებული სივრცე. ახლა მთავარია, რომ ამ ყველაფერს მოვუაროთ და შევინარჩუნოთ.

ჩვენ ვაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვქონდეს მშვიდობა. რომ არ იყოს მშვიდობა, შეუძლებელი იქნებოდა დღეს აქ შეკრება, შეუძლებელი იქნებოდა, თუნდაც ეს პარკი გაგვეხსნა. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია სიმშვიდეა, რასაც ცხადია, მოყვება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება და კეთილდღეობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები.

აღნიშნული პარკის გამწვანების მიზნით, დაირგო 10 000-ზე მეტი ნერგი, მოწყობილია ველო და საფეხმავლო ბილიკები, სპორტული და საბავშვო მოედნები, ძაღლების სასეირნო ზონა და პარკისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ბულვარის სიგრძე დაახლოებით, 1 750 მეტრს შეადგენს.

პროექტის განხორციელებისთვის კომპანიამ 3 მლნ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა. ამასთან, თვითონ უზრუნველყოფს პარკის მოვლა-პატრონობას.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს