კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადი იყო, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი? - რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ეკლესიის შეურაცხყოფას, პატრიარქის გინებას, რევოლუციურ სცენარს

ყველაფერი უნდა იყოს ცხადი, რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს, მაგალითად, ეკლესიის შეურაცხყოფას, ვინ აფინანსებს პატრიარქის გინებას, ვინ აფინანსებს რევოლუციურ სცენარს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, პოლარიზაციას სწორედ ის უცხოელი პარტნიორები აღვივებენ, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს.

”საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ცხადი იყო - როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი, წარმოუდგენელია. ერთის მხრივ, მოგვიწოდებენ, რომ დემოკრატიული მიმართულებით რეფორმები განხორციელდეს, წინ წავიდეთ, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და მეორეს მხრივ, გვეუბნებიან, რომ იცით რა, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობა ცუდია იმიტომ, რომ ეხება მათ, მათ ფინანსებს. გასაჯაროებული უნდა იქნას, ვისგან იღებენ ამ თანხებს, რაში იხარჯება და ეს არ აწყობთ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, პოლარიზაციის გაღვივება ხდება მათი მხრიდან, მათი დაფინანსებით.

ხომ გვახსოვს, რომ გვეუბნებოდნენ, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ პოლარიზაცია შემცირდესო - კი ბატონო, მზად ვართ ამისთვის, გავაკეთოთ ყველაფერი. ამას გვეუბნებიან და მეორე მხრიდან გვიფინანსებენ რევოლუციას, ექსტრემიზმს, გვიფინანსებენ ტრადიციების, ღირებულებების შეურაცხყოფას, რაც თითოეული ქართველისთვის ძვირფასია და ეს იწვევს ადამიანებში დაპირისპირებას, შუღლის გაღვივებას. ყველაფერი უნდა იყოს ცხადი, რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს, მაგალითად, ეკლესიის შეურაცხყოფას, ვინ აფინანსებს პატრიარქის გინებას, ვინ აფინანსებს რევოლუციურ სცენარს და ა.შ.” , - განაცხადა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე