კახა კალაძე - სისულელეა, 2%-იანი პარტიების შეკრებამ რა ტექნიკური მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს?! - პრეზიდენტს ვინ ეკითხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენას?

2%-იანი პარტიების შეკრებამ რა ტექნიკური მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს?! - წარმოუდგენელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართულ ქარტიასა“ და ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენას.

მისი თქმით, ოპოზიციას ჯერ მოსახლეობის კითხვებისთვის აქვს პასუხები გასაცემი.

„ეს არის სისულელე. არაფერი აქვთ სათქმელი და მცდელობა აქვთ, ვითომ კამპანიაში არიან. 2%-იანი პარტიების შეკრებამ რა ტექნიკური მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს?! -წარმოუდგენელია.

პრეზიდენტს ვინ ეკითხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენას? როდესაც ისინი მოსახლეობას სთხოვენ ხმა მოგვეცითო, რაზე უნდა მისცენ ხმა? ვინ იქნება პრემიერ- მინისტრი, ვინ იქნება მთავრობა, როგორია ხედვა, დახოცავენ კიდევ ხალხს ქუჩაში, გააგრძელებენ კიდევ ახალგაზრდების ხოცვას, გააგრძელებენ ბიზნესის რეკეტს, გააგრძელებენ ციხეებში ადამიანების გაუპატიურებას, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გაუბედურებას? - ამაზე პასუხები აქვთ გასაცემი. მივიწყებული აქვთ ეს ყველაფერი, თითქოს თვითონ არ იყვნენ ამ ყველაფრის შემოქმედები. დღეს სახელები აქვთ გადარქმეული, ყველა არის მძიმე და ბოროტ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებულები. ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე