ომბუდსმენი - არ მოუმართავს არცერთ პარტიას, ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ საქმეების შესწავლა, გამოვაქვეყნეთ 15 ფაქტი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა - თუ გადავხედავთ წინა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს, ეს არჩევნები მეტი სიმშვიდით ხასიათდება

თუ გადავხედავთ წინა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს, ეს არჩევნები მეტი სიმშვიდით ხასიათდება , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა მოიძია და შეისწავლა წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა დარღვევის 15 ფაქტი, რომლებიც, ძირითადად, ზეწოლის, მოსყიდვის, დაშინებისა და საარჩევნო სუბიექტის კამპანიის დროს ხელის შეშლის ნიშნებს შეიცავდა.

იოსელიანის განმარტებით, ყველა აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა არასამთავრობო სექტორს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას.

“წინასაარჩევნო პერიოდში ნამდვილად მნიშვნელოვანი არის სახალხო დამცველისა და მისი აპარატის როლი იმ პრობლემების წარმოსაჩენად და საზოგადოებისთვის მისატანად, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ამ პერიოდის განმავლობაში. საქართველო ამ მხრივ საკმაოდ გამორჩეული ქვეყანაა, ემოციები მაღალი არის და წინასაარჩევნოდ ის კიდევ უფრო იზრდება, დაპირისპირება მაღალია, პოლარიზაცია მაღალია და ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირი არის გადაცდომები, ხშირი არის ისეთი ფაქტები, რომლებიც, შეიძლება, სისხლის სამართლის ნიშნებსაც ატარებდეს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის პირადად არ მოუმართავს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, არცერთ სუბიექტს, ჩვენ ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ ასეთი საქმეების შესწავლა და, მათ შორის, სოციალური მედიით გასაჯაროებული ფაქტების. ყველა ასეთ ფაქტზე დავიწყეთ რეაგირება, ინფორმაციის გამოთხოვა იმისთვის, რომ არცერთი ფაქტი, რომელიც ჩვენი ხედვის არეალში მოხვდება, რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

ჩვენ გამოვაქვეყნეთ 15 ფაქტი და ეს ფაქტები დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა - იყო ზეწოლის, მოსყიდვის, დაშინების, საარჩევნო სუბიექტის კამპანიის დროს ხელის შეშლის ფაქტები და ა.შ.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ გვაქვს რაიმე ტიპის პოლიტიკური, ან სხვა ტიპის ინტერესი, ჩვენ ვაფიქსირებთ როგორც ოპოზიციის მიმართ არსებულ ხელშეშლას, ისე “ქართული ოცნების” მიმართ.

დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ გავუგზავნეთ ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია ყველა ორგანიზაციას, მივმართეთ შსს-ს, პროკურატურას იმისთვის, რომ გაგვეგო, ისინი რა ნაბიჯებს დგამენ. ჩვენ ვაფასებთ ფაქტს და თუ ვხედავთ, რომ ამ ფაქტში არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაშინ ვიწყებთ მის შესწავლას. თუ საქმე გვაქვს სიძულვილის ენასთან ან სხვა ტიპის დარღვევებთან, ვაკეთებთ საჯარო მოწოდებებს და რეკომენდაციების გაცემას იმისთვის, რომ ასეთ ხელშეშლას, ასეთ რიტორიკას არ ჰქონდეს ადგილი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.

თუ გადავხედავთ წინა წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს, ეს არჩევნები მეტი სიმშვიდით ხასიათდება. ამას ადასტურებს ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენთან მომართული განცხადებების საშუალებით შეიძლება არსებობდეს. ადრე ასეთი მომართვიანობა ძალიან მაღალი იყო”, - განაცხადა იოსელიანმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო