დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან ნათელი სურათი იმის, რომ დიახ, სწორედ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, სწორედ 5 ნომერი, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, სწორედ მიშას პარტია არის და იქნება გამარჯვების მთავარი პლაცდარმი, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ რელსებზე, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ისან-სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
როგორც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პარტიის ცენტრალურ ოფისში, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად ისან-სამგორის მოსახლეობას შეხვდა.
„მოგესალმებით ძვირფასო ისნელებო, სამგორელებო. ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრაც კი არის ძალიან ნათელი სურათი იმის, რომ დიახ, სწორედ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, სწორედ 5 ნომერი, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, სწორედ მიშას პარტია არის და იქნება გამარჯვების მთავარი პლაცდარმი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული ვარ, რომ გვიყურებს დღეს, ის არის უკანონო, უსამართლო პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში ის ჩვენთან ერთად იქნება, ის ჩვენთან ერთად იზეიმებს იმ დიდ გამარჯვებას, რომელსაც ჩვენ დღეს მოვიპოვებთ და დიახ, სწორედ მიშას პარტია, სწორედ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ალტერნატივა ივანიშვილის კორუმპირებული, ანტიდასავლური ხელისუფლების, რომელმაც მხოლოდ სიღატაკე და იზოლაცია მოიტანა ჩვენს ქვეყანას. დიახ, დღევანდელი შეხვედრაც კი ისნელებთან და სამგორელებთან გვაჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოვიტანთ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის ევროპული კეთილდღეობისთვის. ევროპული კეთილდღეობა არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, ევროპული მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ევროპული განათლება ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ევროპული პენსიები ჩვენი მშობლებისთვის, ევროპული ჯანდაცვა, ევროპული ხელფასები, ევროპული კეთილდღეობა არის ის, რაც ელოდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 26 ოქტომბრის შემდეგ. დღესაც ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ევროპა მოითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას, მაგრამ ამასთანავე ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი ღიაა და ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას გზას უხერგავს ევროპისკენ, არის ივანიშვილის კორუმპირებული ხელისუფლება, რომელსაც მოაქვს უმუშევრობა, სიღატაკე, მაღალი ფასები, იძულებითი ემიგრაცია, სწორედ ამიტომ ჩვენი ერთიანობით „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“, 5-მა ნომერმა, მიშას პარტიამ უნდა გაისტუმროს ივანიშვილი და ჩვენი ქვეყანა დააბრუნოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ ამას შევძლებთ და ჩვენ ამას შევძლებთ ერთიანობით.
ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ისნელებთან ნამდვილად წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ ასევე არ სჭირდება სამგორელებთან, არ სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობის“ არცერთ მხარდამჭერთან, რადგან მან საკუთარი მაგალითით გვიჩვენა რა არის თავგანწირვა, რა არის ერთგულება, რა არის ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც ჩემთვის, ისე თითოეული თქვენგანისთვის ეს არის ნამდვილად ბრძოლის და თავგანწირვის მაგალითი. ლევან მადლობა ამისთვის და მე მჯერა ჩვენი საერთო გამარჯვების, ერთიანობით ვიმარჯვებთ 26 ოქტომბერს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.