ლევან იოსელიანი - ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომ “ქართულ ოცნებასთან” ვარ გარიგებული, თუ ამდენს ვახერხებ, საზოგადოებას ვაბნევ, უცხოელებს გონებას ვუბნევ, მე ვყოფილვარ, ვინც ვყოფილვარ - მათ სინდისზე იყოს სიმართლეც და ტყუილი, რასაც ტირაჟირებენ

იმ ეპითეტებზე, რაც ჩემი მისამართით გამოიყენეს, არ ვუპასუხებ შეგნებულად იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და არ მინდა, რომელიმე პოლიტიკური პარტიასთან შევიდე რაღაც ტიპის დაპირისპირებაში, მათ სინდისზე იყოს ის სიმართლეც და ის ტყუილი, რასაც ამბობენ და ტირაჟირებენ , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” გიორგი გახარიას პარტიის წევრების მხრიდან მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, ბუნებაში არ არსებობს ისეთი ფაქტები, რომლებიც მის “ქართულ ოცნებასთან” გარიგებას დაამტკიცებს.

“ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომ “ქართულ ოცნებასთან” ვარ გარიგებული. თუ ამდენს ვახერხებ, რომ საზოგადოებასაც ვაბნევ, უცხოელებსაც გონებას ვუბნევ, მაშინ მე ვყოფილვარ, ვინც ვყოფილვარ ამ ქვეყანაში. ღიმილისმომგვრელია ეს ბრალდებები, რადგან ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებენ, როდესაც სახალხო დამცველს რაიმეზე უნდა ჰქონოდა რეაგირება, ჩვენი მანდატის ფარგლებში იყო შესასწავლი და ჩვენ ამას ან წავუყრუეთ ან გვერდი ავუარეთ ან მათი პარტიის მიმართ რაიმე ტიპის მიკერძოება გამოვიჩინეთ.

არ ვიცი, რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება ჩემდამი. მე იმ ეპითეტებზე, რაც ჩემი მისამართით გამოიყენეს, არ ვუპასუხებ შეგნებულად იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და ჩემი პასუხიდან გამომდინარე, არ მინდა, რომელიმე პოლიტიკური პარტიასთან შევიდე რაღაც ტიპის დაპირისპირებაში, მათ სინდისზე იყოს ის სიმართლეც და ის ტყუილი, რასაც ამბობენ და ტირაჟირებენ. მე მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ თუ აქვთ რაიმე ტიპის მტკიცებულებები, რაზეც შეიძლება ჩვენ რაიმე ტიპის რეაგირება მოვახდინოთ, წარმოადგინონ და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. არცერთ სხვა პარტიასთან რაიმე სახის ურთიერთობის პრობლემა არასდროს მქონია, პირიქით - ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს, ამ პარტიაშიც რამდენიმე ადამიანთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა მქონდა და ახლა რა მოხდა, არ ვიცი”, - განაცხადა იოსელიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია