იგორ ნარმანია - 17 დღეში ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი დასრულდება

17 დღეში ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი აუცილებლად დასრულდება , - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ განაცხადა.

როგორც ნარმანიამ ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, ამასთან, 17 დღეში საქართველოში დასრულდება ნეპოტიზმი და კორუფცია.

"ზუსტად 17 დღეში ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ჩვენი ბრძოლით, აუცილებლად დასრულდება. ბიძინა ივანიშვილთან ერთად ამ ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება ნეპოტიზმი, კორუფცია, პრივილეგირებული მინისტრების შვილების ვოიაჟები, რომლებიც, სამწუხაროდ, ნაქირავები "ბოინგებით" დადიან მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ჩვენს თანატოლებს საშუალება არა აქვთ უზრუნველყონ თავიანთი სწავლის საფასური საქართველოს უნივერსიტეტებში.

მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივ რეჟიმს, რომელმაც გამოგვიცხადა, თითქოს, ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან. მე მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენთან ერთად არიან 2008 წლის გენერლები, ჩვენთან ერთად არის უამრავი სამხედრო, საქართველოს ჰყავს გმირი გენერლები, გმირი სამხედროები და საქართველოს ჰყავს გმირი პრეზიდენტი, რომელიც ახლა არის ივანიშვილის სატუსაღოში. მე მინდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვარ შედეგით, რომელიც აჩვენეს ჩვენმა ემიგრანტებმა, რომლებიც უკვე 12 წელია, ემიგრაციაში არიან, რადგან გაექცნენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. 150 000-ზე მეტი ემიგრანტი დარეგისტრირდა ამ არჩევნებისთვის და ეს არის ძალიან მაგარი შედეგი, ამიტომ აქედან მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ ის აუცილებლად წავა ამ ქვეყნიდან და ჩვენი ემიგრანტები 26 ოქტომბრის შემდეგ დაბრუნდებიან ", - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს