პრემიერი - იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო  ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა

დღეს გვქონდა იოანე ზოსიმეს ხელნაწერთან მიახლოების საშუალება და, მართლაც, ძალიან ემოციური იყო ეს ჩემთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი უდიდესი საგანძურია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა ქვეყნისთვის და მისი ქველმოქმედება ყოველთვის მიმართულია ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ.

„დღეს გვქონდა იოანე ზოსიმეს ხელნაწერთან მიახლოების საშუალება და, მართლაც, ძალიან ემოციური იყო ეს ჩემთვის. ეს არის უნიკალური ხელნაწერი, პალიმფსესტი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და ეს გახლავთ უდიდესი საგანძური ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც, რა თქმა უნდა, ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ. მადლობა უნდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შეიძინა ეს საგანძური ჩვენი ქვეყნისთვის და გადასცა ქვეყანას ეს უნიკალური ხელნაწერი. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის იყო ყველაზე მეტად მიმართული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაზე და ქველმოქმედების ეს აქტიც არის ზუსტად ამის გამოხატულება - მან შეიძინა ქვეყნისთვის ის უნიკალური ხელნაწერი, რომელიც ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია და კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ უნიკალური საჩუქრისთვის“,- განაცხადა პრემიერმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს