ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში ისრაელის უსაფრთხოების მიმართ მტკიცე ვალდებულება დაადასტურა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და ცალსახად დაგმო ისრაელის წინააღმდეგ ირანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმა.

ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, ლიბანთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური შეთანხმების აუცილებლობას, რათა როგორც ლიბანელი, ისე ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქეები თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

„პრეზიდენტმა დაადასტურა ისრაელის უფლება დაიცვას თავისი მოქალაქეები „ჰეზბოლასგან“, რომელმაც მხოლოდ გასული წლის განმავლობაში ათასობით რაკეტა ესროლა ისრაელს, ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მშვიდობიან მოსახლეობაში ზიანის მინიმუმამდე დაყვანა, განსაკუთრებით ბეირუთის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღაზასთან დაკავშირებით, ლიდერებმა განიხილეს დიპლომატიის განახლების გადაუდებელი აუცილებლობა „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გასათავისუფლებლად.

„ისინი შეთანხმდნენ დარჩნენ მჭიდრო კონტაქტზე უახლოეს დღეებში, როგორც უშუალოდ, ასევე მათი ეროვნული უსაფრთხოების გუნდების მეშვეობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს