იამაიკის ტურიზმის მინისტრი - ტურიზმი მშვიდობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა მთელ მსოფლიოში, დღეს საქართველო აკეთებს განაცხადს, რომ ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ

თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას საქართველოს წარმატებად ღონისძიების მონაწილე, იამაიკის ტურიზმის მინისტრი ედმუნდ ბარტლეტი აფასებს.

ედმუნდ ბარტლეტის თქმით, დღეს საქართველო აკეთებს განაცხადს მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ.

„აღფრთოვანებული ვარ იამაიკასა და საქართველოს შორის არსებული თანხვედრით. საქართველომ გაგვაოცა 7 მილიონი ვიზიტორის მასპინძლობით, რაზეც ვეჭვიანობ კიდეც, რადგან ჩვენი რიცხვი 4.3 მილიონია. საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნა, რომლის თემაც ტურიზმი და მშვიდობა იყო. მრავალი თვალსაზრისით, ტურიზმი მშვიდობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა მთელ მსოფლიოში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ტურიზმი აკავშირებს ადამიანებს.

დღეს საქართველო აკეთებს განაცხადს მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ“, - განაცხადა ედმუნდ ბარტლეტმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.

მათივე ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება