სერგო ჩიხლაძე - როგორც კი რუსეთზე, ლუკაშენკოზე რაიმე ნეგატიურია რეზოლუციაში, პირველი გამორბის პაპუაშვილი, კობახიძე და კალაძე და მოსკოვს უჭერენ მხარს - „ქართული ოცნება“ დარდობს რუსეთზე

როგორც კი რუსეთზე რაიმე ნეგატიურია ნებისმიერ დოკუმენტში, რეზოლუციაში, ლუკაშენკოზე, პირველი გამორბის პაპუაშვილი, კობახიძე და კალაძე და რუსეთს უჭერენ მხარს - „ქართული ოცნება“ დარდობს რუსეთზე, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

ჩიხლაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ჰიპოთეზურად ნერვიულობს იმაზე, შემცირდება თუ არა რუსეთთან ფრენების რაოდენობა“.

„[ევროპარლამენტის რეზოლუციაში] უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი არ არის. უვიზო რეჟიმი შეიძლება ევროკავშირთან გაუქმდეს და მგონი, „ქართული ოცნებაც“ და ჩვენც, მოქალაქეებიც ამაზე უნდა ვდარდობდეთ. „ქართული ოცნება“ დარდობს რუსეთზე. როგორც კი რუსეთზე რაიმე ნეგატიურია ნებისმიერ დოკუმენტში, რეზოლუციაში, ლუკაშენკოზე, პირველი გამორბის პაპუაშვილი, კობახიძე და კალაძე და მხარს უჭერენ რუსეთს. მოდით, ამაზე დავფიქრდეთ. ევროკავშირის უვიზო რეჟიმზე არ ნერვიულობს „ქართული ოცნება“ და ჰიპოთეზურად ნერვიულობს, ვაიმე, რუსეთთან 20 ფრენის მაგივრად, 15 თუ იქნება, რა გვეშველებაო. არასერიოზულია უბრალოდ ეს ყველაფერი“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

ამასთან, როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის ხელისუფლების „შეხმატკბილებული თანამშრომლობა 16 დღეში დასრულდება“.

„ბოლო წლებია ვაკვირდებით, რომ „ქართული ოცნება“ და რუსეთის ხელისუფლება ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებენ. ყველაფერს, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, იწონებს რუსეთის რეჟიმი და პირიქით, რუსეთის რეჟიმის ტრადიციულ მოკავშირეებზე, მაგალითად, ბელარუსზე უფრო ტრადიციულ მოკავშირედ და აქტიურ მხარდამჭერად „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი იქცა. გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ზუსტად 16 დღეში ეს შეხმატკბილებული თანამშრომლობა დასრულდება და ქართველი ხალხი დამაჯერებლად გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილზე და მის რეჟიმზე. რა თქმა უნდა, იმდენად დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დემოკრატიული ოპოზიცია, რომ ვერანაირი ჩარევა, ვერანაირი მანიპულაცია და ვერანაირი ძალადობის მცდელობა თუ კი ასეთი აზრი მოსდის „ქართულ ოცნებას“ თავში, ვერ უშველის მას. შეეგუონ ბიძინა ივანიშვილიც და მისი ხელქვეითებიც ოპოზიციაში გადასვლას“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გარდა ამ თემისა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გამოეხმაურა მმართველი გუნდის მიერ, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელახალი იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას და აღნიშნა, რომ „ეს ცირკი 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა დაასრულოს“.

„არასერიოზულია. ეს ბატონმა პაპუაშვილმა გააჟღერა. მგონი, ცირკში რომ მუშაობდეს, უფრო ეფექტური იქნებოდა ბატონი პაპუაშვილი. „ქართული ოცნების“ მიერ მოწყობილი ეს ცირკი ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ“,- აცხადებს ჩიხლაძე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია