ლონდა თოლორაია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ჩემთვის მოულოდნელი არ იყო - განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სასამართლომ ძალიან ბევრ საქმეზე დამოუკიდებლობის მინიმალური ტესტიც კი ვერ ჩააბარა

ალბათ „ქართულ ოცნებას” პატარ-პატარა წარმატებები სჭირდება რათა დაგვანახოს, რომ რაღაცას კიდევ აკონტროლებენ, უწყებები კვლავ მის ხელშია - არჩევნებამდე გაუჭირდებათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მსუსხავი ეფექტის მოქმედება, - ამის შესახებ “კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე.

როგორც მან განმარტა, გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება ძალიან სუსტი იყო.

„ჩემთვის მოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სასამართლომ ძალიან ბევრ საქმეზე დამოუკიდებლობის მინიმალური ტესტიც კი ვერ ჩააბარა. გადაწყვეტილებაში სამართლებრივი არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა შეჩერდეს კანონის მოქმედება, ვერ ვნახე. ძალიან სუსტია სამართლებრივად გადაწყვეტილების დასაბუთება. რაც შეეხება დროს, რატომ გამოიტანეს ახლა გადაწყვეტილება, ალბათ „ქართულ ოცნებას” პატარ-პატარა წარმატებები სჭირდება რომ დაგვანახოს, რომ რაღაცას კიდევ აკონტროლებენ, უწყებები კვლავ მის ხელშია. ამ კანონზე არასამთავრობოებს იგივე პოზიცია გვექნება, უმრავლესობა არ ვრეგისტრირდებით. ვნახოთ, რა ნაბიჯები იქნება ხელისუფლების მხრიდან. ალბათ, არჩევნებამდე ცოტა დროში გაუჭირდებათ ამ კანონის მსუსხავი ეფექტის მოქმედება, თუმცა, ვნახოთ რა მოხდება არჩევნებზე, რა ახალი სტრატეგია ექნებათ აღსრულების პროცესში”,- აღნიშნა თოლორაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება.

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორმა მოსამართლემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრებაც გამოაქვეყნა.

გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში მიიჩნევენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო ნორმების მოქმედება.

საუბარია ნორმებზე, რომლებიც ითვალისწინებს: ორგანიზაციების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას, ასევე, ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში