არჩილ გორდულაძე - რუსეთისთვის სანქციების დაწესება არა მხოლოდ მძიმე ეკონომიკური შედეგის წარმომშობია, არამედ უდიდესი პოლიტიკური რისკი აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ცხელი საომარი ვითარება

რუსეთისთვის სანქციების დაწესება არა მხოლოდ მძიმე ეკონომიკური შედეგის წარმომშობია, არამედ უდიდესი პოლიტიკური რისკი აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ცხელი საომარი ვითარება - ყველამ გაითავისოს, რომ ღირსეულ ქართველ ხალხს არ უნდა მოექცე ასე უსამართლოდ და არ უნდა მიუთითო, რომ არაფერი იცის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როდესაც მოუწოდებ, რომ "შენ არ იცი და მე უკეთ ვიცი, რა გინდა და რა არის შენი ინტერესი".

„რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკას ჩამოშლის. ქართული ეკონომიკისთვის ორჯერ უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება, ვიდრე ეს იყო პანდემიის პერიოდში. რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის თავში არა მხოლოდ ეკონომიკური შედეგის წარმომშობია, არამედ აქვს უდიდესი პოლიტიკური რისკი, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ცხელი საომარი ვითარება. ამას მოგვიწოდებენ და თან გვეუბნებიან, ქართველო ხალხო, თქვენ არ იცით, მაგრამ ეს გინდათო. წარმოუდგენელია, რომ ქართველ ხალხს უნდოდეს ეკონომიკური კოლაფსი და ჩვენს ქვეყანაში ომის დაწყების საშიშროების შექმნა.

ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როდესაც მოუწოდებ, რომ "შენ არ იცი და მე უკეთ ვიცი რა გინდა და რა არის შენი ინტერესი". ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როდესაც მაგალითად, მწამებელი რეჟიმის შემქმნელ და შემოქმედ მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას ითხოვ. ყველამ გაითავისოს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ღირსეული ქართველი ხალხი და მათ არ უნდა მოექცე ასე უსამართლოდ და არ უნდა მიუთითო, რომ არაფერი იცის. კარგად უნდა გაითავისონ, რომ ქართველ ხალხს არ აქვს ინფორმაციის ნაკლებობა და არც ფაქტების ერთმანეთთან შეჯერების და აზრის გამოტანის პრობლემა," - განაცხადა გორდულაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა