საია-ს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - სამართლებრივი ბრძოლა არ შეგვწყვეტია - სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი გაუქმდება

ბუნებრივია, ვაგრძელებთ ბრძოლას. არ შეგვწყვეტია სამართლებრივი ბრძოლა ამ გადაწყვეტილების შემდეგ - სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი უპირობოდ იქნება გაუქმებული,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გამოცხადდა პრობლემურია. ჩვენ ვითხოვდით და ვასაბუთებდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეჩერებინა რუსული კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება. ეს არ გააკეთეს. საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიული შანსი ჰქონდა, გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ამ კანონზე და მისი შეჩერებით პოზიტიური როლი შეესრულებინა კანონის გაუქმების პროცესში.

როგორც აღმოჩნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ბუნებრივია, ვაგრძელებთ ბრძოლას, არ შეგვიწყვეტია სამართლებრივი ბრძოლა ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ეს საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება, ის განიხილება არსებითად, მოხდება შეფასება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება თუ არა ზოგადად ნორმები, მანამდე განიხილებოდა შეჩერდეს თუ - არა. ჩვენ, ცხადია, სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი უპირობოდ იქნება გაუქმებული“,- აღნიშნა ქურდოვანიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორმა მოსამართლემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეების - გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრებაც გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ორი მოსამართლე - გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში მიიჩნევენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო ნორმების მოქმედება.

საუბარია ნორმებზე, რომლებიც ითვალისწინებს: ორგანიზაციების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას, ასევე, ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში