ბათუმში გოგოლის ქუჩაზე სოციალურად დაუცველები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში გოგოლის ქუჩაზე სოციალურად დაუცველები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ახალაშენებულ კორპუსში ფართის დაკავება სურთ.

„უსახლკარო მოქალაქეები ვართ, ეს შენობა თურქ ბიზნესმენმა გალიფ ოზთურქმა ააშენა. თქვენც ხედავთ უფუნქციოა და არავინ ცხოვრობს. ზამთარი მოდის და ღია ცის ქვეშ ვართ. ვითხოვთ, აღნიშნულ კორპუსში ბინებით დაკმაყოფილებას”, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის მონაწილეებს ბათუმის მერიისა და მთავრობის წარმომადგენლები ხვდებიან.

მთავრობის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ თითოეული მოქალაქის მდგომარეობის ინდივიდუალური შესწავლა მოხდება.

„რომელ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, შესწავლა უნდა მოხდეს: იაფი სახლის, სოციალურად დაუცველთა, უსახლკაროთა თუ სხვა, კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეთ. გადავხედოთ თქვენს წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნულ კრიტერიუმებს, ველოდებით სიას და შესაბამისად ვიმსჯელებთ”, - მიმართეს აქციის მონაწილეებს მთავრობის წარმომადგენლებმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება