„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ინფორმაციით, „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მოსახლეობა ძალის გამოყენებით მიჰყავთ, საჯარო დაწესებულებების დაკეტვას კი, 16:00 საათიდან გეგმავენ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ინფორმაციით, 16:00 საათიდან საჯარო დაწესებულებები დაიკეტება, რადგან “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მოსახლეობა ძალის გამოყენებით მიჰყავთ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა ქაშიბაძის ინფორმაციით, ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი იმყოფებოდა, რომელიც მასწავლებლებსა და იქ დასაქმებულებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა.

„16:00 საათის შემდეგ მოსახლეობისთვის საჯარო დაწესებულებები დაიკეტება, იმიტომ რომ ხალხი კოლბიან დიქტატორთან შესახვედრად გაიყვანონ. ვიცით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, საჯარო რესურსის გამოყენებით მიჰყავთ ამ ღონისძიებაზე, რაშიც ხელისუფლების სრული ვერტიკალია ჩართული. ასევე, არჩილ ჩიქოვანი ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში პროცესის დროს იმყოფებოდა და ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამაზე ჰქონდა საუბარი, რომ მასწავლებლები და კონკრეტულ დაწესებულებაში დასაქმებულები აქციაზე გამოსულიყვნენ, რაც ადასტურებს რომ ხალხი „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე ზეწოლით გაჰყავთ.

ჩვენ გვინდა, ამ მოქალაქეებს ვუთხრათ, ვიცით რა მძიმე და რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება, მიუხედავად იმისა, ვიცით რა ზეწოლას განიცდიან ყოველდღიურ რეჟიმში, ყველაფერი ერთად ქართველმა ხალხმა უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს, ამ არჩევნებში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, სწორედ იმიტომ რომ მსგავსი სიბინძურეები ამ ქვეყანაში აღარ განმეორდეს“, - აცხადებს ნიკა ქაშიბაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება