ანდრეი ერმაკი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება სიმართლეს და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, „ქართული ოცნების“ ბილბორდებმა და სარეკლამო ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ.

„ვნახე ეს განცხადება. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება სიმართლეს და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - წერს ერმაკი „ტელეგრამ“ არხზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბილბორდებმა და სარეკლამო ვიდეორგოლმა „გააშიშვლა სიმართლე უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ“.

მისი შეფასებით, კონკრეტული სუბიექტები წუხან „ქართული ოცნების“ ბილბორდების და შესაბამისი ვიდეორგოლის გამო ერთი მარტივი მიზეზით - ისინი 2.5 წლის განმავლობაში „წარმატებით ახერხებდნენ, საქართველოს მოსახლეობისთვის დაემალათ რა ხდებოდა და რა ხდება დღეს უკრაინაში“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება