გიორგი გახარია - რასაც ახლა მამუკა მდინარაძე ბოდავს, რჩება ბოდვად - ძალიან სახიფათო ველზე შედიან

რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად - ძალიან სახიფათო ველზე შედიან, - ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ის ისტერიკა, რომელიც „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მზარდ მხარდაჭერაზე და მათ თავისუფალ ვარდნაში მყოფ მხარდაჭერაზე.

მამუკა მდინარაძე იმ დროს, ახლა არ ვიცი და ალბათ ახლაც, იმ ოთახში შემოშვებაზე საუბარი კი არა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზე ახლოსაც ვერ მოვიდოდა და რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად.

ეს ტექსტი, რა თქმა უნდა, ივანიშვილის დაწერილია, რომელსაც შიშები ამოძრავებს. იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც წინასაარჩევნოდ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ, როდესაც შენ შენი ხალხისგან გაურკვეველი მიზეზების გამო ითხოვ ბოდიშის მოხდას, ამის შემდეგ შენი დავალებით, განკარგულებით, შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას და ფაქტობრივად, უმძიმეს დარტყმას აყენებს არაღიარების პოლიტიკას, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არაღიარების პოლიტიკას, რაც პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანებას; როდესაც შენ შენი ფინანსური ინტერესების გამო, ფულის გამო, რიგში აყენებ სახელმწიფო თანამდებობის უმაღლეს პირებს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებსა და შენი ფინანსური, კერძო დავის გამო ამ მონებს ალაპარაკებ, შემდგომ სახელმწიფოს შესაბამისად იყენებ იმისთვის, რომ როგორმე რაღაც ფული უკან დაიბრუნო, ამაში ძალიან სერიოზული ნიშნებია ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ივანიშვილს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც განმარტებები გააკეთოს. მერწმუნეთ, ეს განმარტებები იქნება ბევრად უფრო საჭირო მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება განმარტებები, იქნება სხვა ქმედებები. ეს კითხვები საზოგადოებაში არსებობს. როგორ შეიძლება შენს ქვეყანასა და მოქალაქეებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, მოსთხოვო ბოდიშის მოხდა; როგორ შეიძლება შენ შენს სახელმწიფოს დააბრალო ომის დაწყება, მაშინ, როცა იცი არაღიარების პოლიტიკა არის უზარმაზარი რისკის ქვეშ, ისევ შენ გამო იმიტომ, რომ დაანგრიე დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობა და აქ პირდაპირ თანმიმდევრული მოვლენების ჯაჭვია. ამის შემდეგ დაუწერო ტექსტი და შენი მონა, კლოუნი გამოვიდეს...

ძალიან სახიფათო ველზე შედიან და გეტყვით რატომ - მე უკვე ვიწყებ ფიქრს იმაზე, ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა ის საკითხი, რომელიც ამათ ჩამოთვალეს. დარწმუნებული ვარ, ამ საპარლამენტო კომისიის ფარგლებში, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს საზოგადოება, ოღონდ არჩევნების შემდეგ. იმიტომ, რომ მე არ ვარ ისეთი მდაბიო, როგორც ზოგიერთი, წინასაარჩევნო ინტერესებში მსგავსი თემები გამოვიყენო. იმიტომ, რომ ამის გარეშეც, მერწმუნეთ, ის ისტერიკა, რომელიც „ოცნებას“ სჭირს პირდაპირ მიუთითებს ჩვენს მზარდ მხარდაჭერაზე და მათ თავისუფალ ვარდნაში მყოფ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ყველა გადადგმულ ნაბიჯზე სრულად აგებს პასუხს.

„წლების წინ გამარჯობას რომ მეუბნებოდნენ, თვალები ქვემოთ ჰქონდათ დაშვებული, რომ იცოდეთ“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოვლენათა ქრონოლოგია და გიორგი გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დავალებებს ისიც საერთო პატრონებისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება.

„როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? პასუხი მარტივი არ არის, თუმცა შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად“, - განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი