„საქართველოს ფოსტამ“ ოთარ კობერიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა გამოსცა

საქართველოს ფოსტამ ოთარ კობერიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს ხელოვნების სასახლის-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ.

“ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, მუზეუმს, იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.

ღონისძიებაზე, საიუბილეო მარკასთან ერთად, წარმოდგენილია მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ექსპოზიცია. ექსპოზიციაზე, დამთვალიერებელმა იხილა, ოთარ კობერიძის კინოროლების ამსახველ ფოტოები, მისი პორტრეტები და მის მიერ შექმნილი გმირების ტანისამოსი.

ქართული მარკა, მიმოქცევაშია 2024 წლის აგვისტოდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღნიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბადრი გაგნიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 25.002 ერთეული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს