დავით მორგოშია აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს შეხვდა.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე დირექტორებმა სკოლების მიღწევებზე და მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების წარმატებებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ხარისხიანი განათლების მისაღებად აუცილებელ საჭიროებებზე, ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და სწავლა-სწავლების პროცესში არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ძალისხმევითა და დონორების დაფინანსებით, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში განთავსებულ აფხაზეთის №10 და №11 საჯარო სკოლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობები ექნებათ.

"აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ მომავალი თაობების სწავლების, აღზრდისა და განვითარების საკითხებში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ და ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. აფხაზეთის მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარება წარმოადგენს და ამ მიმართულებით უკვე დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაც. წლების განმავლობაში ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები იყვნენ ჩართულნი, სწორედ, ამიტომ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ გაწეული საქმიანობისთვის", - განაცხადა დავით მორგოშიამ.

შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები და თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში განთავსებული 13-ვე საჯარო სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის