მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ფორუმი გაიმართა

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ფორუმი ჩატარდა სახელწოდებით: „განათლება, კულტურა, ბიზნესი". ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფორუმის მიზანი იყო საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ბიზნესისა და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარება.

ფორუმზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ, ისაუბრა „აბრეშუმის გზის კულტურული ჰაბის" მნიშვნელობაზე და მის განვითარების პოტენციალზე. ასევე, მარნეულის მერიის საქმიანობაზე და რეგიონული განვითარების საკითხებზე პრეზენტაცია წარადგინა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მამუკა შუბითიძემ.

ჩინეთის მხრიდან, სიანის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა, კონგ ძიემ და ლიუ ჰიუმ, ისაუბრეს უნივერსიტეტის საერთაშორისო ინიციატივებზე, რომლებიც „სარტყლისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში განათლების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს