მამუკა ხაზარაძე - თელავი უნდა გავხადოთ ისეთივე საერთაშორისო ღვინის ცენტრი, როგორიცაა ბორდო, საფრანგეთში

თელავი უნდა გავხადოთ ისეთივე საერთაშორისო ღვინის ცენტრი, როგორიც არის ბორდო, საფრანგეთში - პირველი რითაც უნდა დავიწყოთ, ეს არის თელავის და კახეთის მთელ მსოფლიოში გაპიარება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თელავში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა თელავის აეროპორტი ამუშავდეს, როგორც საერთაშორისო აეროპორტი, უნდა გაიხსნას და პირდაპირი რეისები უნდა განხორციელდეს თელავში ღვინის ტურებზე.

„ყველაფერი იწყება ცნობადობით მთელ მსოფლიოში. ბაზარზე რომ გახვიდე, გჭირდება ცნობადობა, ვიღაცამ უნდა იცოდეს შენი სახელი. საქართველოს ისტორიულად აქვს უზარმაზარი ცნობადობა.

პირველი, ვართ ღვინის სამშობლო, გვაქვს 8000-წლოვანი უწყვეტი რთველი, გვაქვს ქვევრი - მსგავსი არავის არ აქვს მთელ მსოფლიოში. იცის ეს მსოფლიომ? არ იცის. ვიღაცას ჰგონია, რომ იცის, მაგრამ არ იცის იმიტომ, რომ ამას ჩვენ ვერ ვთარგმნით შემოსავალში.

მეორე, ჩვენ გვაქვს უნიკალური ზონები, ახაშენის, ქინძმარაულის, მუკუზანის, რაჭაში ხვანჭკარის, მანავი და ა.შ. ვიყენებთ ამას? - ვერ ვიყენებთ, არეულია ეს ყველაფერი. მეღვინეობა იწყება მევენახეობიდან და იწყება ხარისხიდან, შესაბამისად, ჩვენ მთელი კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ ხარისხზე და ვფიქრობთ, რომ ეს ფასი უნდა მერყეობდეს ორ ლარამდე, თეთრ ღვინოზეა საუბარი, თუ ხარისხი იქნება მიღწეული. ამას ბევრი რაღაც სჭირდება, დროის სიმცირის გამო ამ დეტალებში არ შევალ.

მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი, თელავი უნდა გავხადოთ ისეთივე საერთაშორისო ღვინის ცენტრი, როგორიც არის ბორდო, საფრანგეთში. ამისათვის საჭიროა თელავის აეროპორტი ამუშავდეს, როგორც საერთაშორისო აეროპორტი, იგი უნდა გაიხსნას და პირდაპირი რეისები უნდა განხორციელდეს თელავში ღვინის ტურებზე.

ახლა გეტყვით მარტივ მათემატიკას: მსოფლიოში არის 50 მილიონი რეგისტრირებული ღვინის მოყვარული, რომელიც წელიწადში მინიმუმ ხარჯავს 600 დოლარს - 50 მილიონი კაცი წელიწადში ერთხელ მინიმუმ ერთ ღვინის შატოს სტუმრობს მსოფლიოში და ხარჯავს მინიმუმ 600 დოლარს, გაცილებით მეტს ხარჯავს, მაგრამ ძალიან მინიმალურს გეუბნებით. ეს მთლიანობაში არის 30 მილიარდი. პირველ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება, რომ 1% წამოვიღოთ 30 მილიარდიდან თელავში, კახეთში. ეს ნიშნავს, რომ სუბსიდიები ნელ-ნელა უნდა შემცირდეს და ფული ჩაიდოს ქართული ღვინის ხარისხში და სარეალიზაციო და მარკეტინგში ისე, რომ აქ გლეხმა და ფერმერმა მიიღოს კარგი შემოსავალი, რომ გასაღების ბაზარი გავხსნათ, ამავე დროს, ჩვენ პირველ ეტაპზე უნდა დავაფინანსოთ საერთაშორისო ჩარტერები, რომელიც თელავს და კახეთს მთელი წლის განმავლობაში ამუშავებს იმიტომ, რომ ღვინის ტურები და თვითმფრინავის დაქირავება დღეს ჩვეულებრივი ამბავია. შესაბამისად, ამ ერთი ოპერაციით ჩვენ შევქმნით იმას, რომ პირველ წელიწადს კახეთს ჩვენ მოვუტანთ 300 მილიონ დოლარ შემოსავალს. გადაითვალეთ ერთ სულ მოსახლეზე რა გამოდის, დაახლოებით მილიარდი ლარი და ეს იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გსტუმრობს, ის ხდება ღვინის ელჩი იმ ქვეყანაში, სადაც მიდის. ეს არის აბსოლუტურად რეალური და პირველი რითაც უნდა დავიწყოთ, ეს არის თელავის და კახეთის მთელ მსოფლიოში გაპიარება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს