ირაკლი კობახიძე - 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა და შევქმნათ საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და  საქართველო

ქვეყნის წინსვლაზე საუბრის შესაძლებლობა მოგვცა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ, რომლისთვისაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო,- განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს საზოგადოებამ უნდა დაიცვას მშვიდობა და შექმნას საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი.

„26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის და შევქმნათ საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი. 26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი ჩვენი თვეა! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო! ღმერთი იყოს ამ ლამაზი ქალაქის, ულამაზესი აჭარის და სრულიად საქართველოს მფარველი!“, - მიმართა ირაკლი კობახიძემ ბათუმში შეკრებილ მოსახლეობას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება