ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონთან შორი მანძილის იარაღის გამოყენების უფლებაზე ვისაუბრეთ

მაკრონთან შორი მანძილის იარაღის გამოყენების უფლებაზე ვისაუბრეთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონთან ერთად პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ტექნიკის დიდი დეფიციტი - ეს პირველია. და მეორე, ამაზეც ვისაუბრეთ, ეს არის შორი რადიუსის მოქმედების ზოგიერთი რაკეტის გამოყენების უფლება, შორი მანძილის დრონების წარმოება, რომლებიც დღეს არასაკმარისადაა” , - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ვეძებთ სახსრებს, ფულს ამისთვის, შიდა წარმოებისთვის დ პარტნიორების მხრიდან ნებართვას”.

მან აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების მეთაურებთან რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის საკითხი არ განუხილავს.

“ეს მოკავშირეებთან ჩვენი საუბრების თემა არ არის - ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტა - და ამაზე არ გვისაუბრია. ვნახე მედიაში რაღაც, რომ დღეს ბევრი ინფორმაცია იყო, რომ მოვედი რათა ცეცხლის შეწყვეტაზე ვისაუბრო. არა, არა, ეს ტყუილია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მარკონმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ ზელენსკისთან “კვლავ ძალიან კარგი საუბარი” ჰქონდა და უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ საფრანგეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.

“და მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო საფრანგეთის მხრიდან რუსული აგრესიული ომის წინაშე უკრაინული წინააღმდეგობის მხარდაჭერის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პრეზიდენტთან [ზელენსკისთან] საშუალება გვქონოდა განგვეხილა მომავალი კვირები და თვეები, ასევე სამხედრო და დიპლომატიური სამუშაო”, - განაცხადა მარკონმა.

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს პარიზში ჩასვლამდე ზელენსკი ლონდონში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან. არსებული ინფორმაციით, ხვალ, 11 ოქტომბერს, ზელენსკი გერმანიაში აპირებს ჩასვლას, სადაც შეხვედრები აქვს დაგეგმილი კანცლერ, ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის