მამუკა მდინარაძე - ევროპარლამენტის გამოყენებით გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მკვლელი სააკაშვილი, მწამებელი სისტემის შემქმნელი, პარალელურად, თურმე უნდა დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი - მეცენატი, ქველმოქმედი, მშვიდობის გარანტი

ევროპარლამენტის გამოყენებით გვითხრეს, თურმე უნდა გავათავისუფლოთ მკვლელი სააკაშვილი, მწამებელი სისტემის შემქმნელი, ამის პარალელურად, თურმე უნდა დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი - მეცენატი, ქველმოქმედი, მშვიდობის გარანტი ამ ქვეყნის. წარმოუდგენელია ეს მეგობრებო, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა და ამას ქართველი კაცი, ქართველი ქალი, არასდროს შეეგუება! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბათუმში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.

მისი თქმით, რეზოლუციით ასევე ევროპარლამენტმა მოითხოვა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმება, შესაბამისად, მისი თქმით, გუშინდელი დღიდან ყველაფერი ნათელი გახდა.

„ასევე გვითხრეს, რომ თურმე, უნდა გავაუქმოთ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი და მომავალი თაობები უნდა გავწიროთ ამ პროპაგანდისათვის. უნდა გავაუქმოთ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რათა ვერასდროს გავიგოთ, ვინ დააფინანსებს ამ ქვეყანაში აგენტურას, ომის და ლგბტ პროპაგანდას, ეკლესიის სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების, ასევე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.

მოკლედ, გუშინდელი დღიდან, ყველაფერი გახდა უფრო ნათელი. გუშინ სათქმელი პირდაპირ გვითხრეს. მოდი, ახლა ვკითხოთ აქ შეკრებილ ათიათასობით ადამიანს, რა სურს ხალხს სინამდვილეში.

ჩვენ არ ვაპირებთ, დავუშვათ საქართველოს სკოლებში და მედიასაშუალებებში ლგბტ პროპაგანდა. ჩვენ არ ვაპირებთ, გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი და საქართველოს მოქალაქეს ყოველთვის ეცოდინება, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ საქართველოში. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლით ვაჭრობას, შესაბამისად, ქართველი კაცი და ქართველი ქალი, არასდროს დათმობს მშვიდობას და მით უმეტეს, არასდროს დათმობს ღირსებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია