Politico  - სტრასბურგში მატარებლის ევაკუაცია მოხდა, რომელშიც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ

გაურკვეველი “აფეთქების” შედეგად სტრასბურგში მატარებლის ევაკუაცია მოხდა, რომელშიც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

სტრასბურგიდან ბრიუსელში მიმავალი მატარებლის ევაკუაცია, რომელშიც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ, გაურკვეველი “აფეთქების” შემდეგ დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ, მატარებლის ლოკომოტივში მოხდა.

მედია წერს, რომ დანიელმა ევროდეპუტატმა პელე გერსტენმა ვითარება აღწერა, როგორც “ქაოტური”.

არსებული ცნობებით, ინციდენტი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა, როდესაც ბევრი ევროდეპუტატი სტრასბურგიდან ბრიუსელში მიმავალ Eurostar-ის მატარებელში იმყოფებოდა, რომელიც ევროპარლამენტმა დაჯავშნა.

ბელგიელი ევროპარლამენტარის, ემანუელ ფულონის თქმით, მან “აფეთქება” გაიგონა. მოგვიანებით, სტრასბურგის სარკინიგზო სადგურზე შესაბამისი სამსახურები მოვიდნენ.

ინციდენტის შემდეგ, ევროპარლამენტმა დეპუტატებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა, რომელშიც “სიმშვიდის შენარჩუნება” სთხოვეს და აღნიშნეს, რომ “Eurostar-თან ერთად ვმუშაობთ, რათა გამოსავალი ვიპოვოთ”.

ევროპარლამენტის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ სარკინიგზო სადგურზე “ტექნიკური ინციდენტი” მოხდა და დეპუტატებისთვის ბრიუსელში ჩასასვლელად ალტერნატიულ გზებს ეძებენ. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ევროპარლამენტარებისთვის საღამოსთვის ორი მატარებელი დაიჯავშნა.

რეგიონალურმა სარკინიგზო ქსელმა TER Grand Est-მა განცხადება გაავრცელა, რომ სტრასბურგში “მატარებლების გასვლისა და ჩამოსვლის მხრივ პრობლემებია კვამლის გამო, რომელიც ერთ-ერთი მატარებლიდან გამოდის” და მსგავსი ვითარება ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე შესაძლოა გაგრძელდეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია