პრემიერი - “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე - ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს - ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას

"გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ითვალისწინებს მექანიზმებს, თუ NGO, ორგანიზაცია თვითონ არ ავსებს საკუთარ დეკლარაციას, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია და თავად შეუძლია შეავსოს მათ ნაცვლად ეს დეკლარაცია, გამჭვირვალე გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, იდენტური კანონის მიღების პროცესი იყო დაწყებული ევროკავშირში, თუმცა გააჩერეს. ამასთან, პრემიერის თქმით, ვერ იღებენ იმის გამო, რომ შემდეგ საქართველოს ვეღარ მოსთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას.

“რადგან ვსაუბრობთ ამ კანონზე, ერთი საინტერესო დეტალია:

როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი, პრინციპები იყო ზუსტად იგივე და გააჩერეს და საინტერესო რა არის - განმარტებითი ბარათი არის გამოქვეყნებული ოფიციალურად, სადაც წერია გაჩერების მიზეზი და იქ წერია ასეთი რაღაც, რომ ჩვენ თუ ამ კანონს მივიღებთ, ამ შემთხვევაში საქართველოსთან აღარ გვექნება მორალური უფლება, რომ მოვთხოვოთ არსებული კანონის გამოხმობაო. წარმოიდგინეთ რა ხდება საერთოდ ევროკავშირის სტრუქტურებში, როგორია ის გავლენები, რომლებიც საერთოდ რევს ვითარებას ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებში. კანონი ჩათვალეს, რომ არის კარგი, მაგრამ ვერ იღებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვეღარ მოგვთხოვენ მერე იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას. წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, რაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს.

ზოგადად, რაც ხდებოდა ამ კანონის გარშემო, ეს იყო საუკუნის აფიორა და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ საუკუნის აფიორაში ჩართული იყვნენ და დღემდე არიან ჩართული, მათ შორის, უცხოელები, მაღალი დონის დიპლომატები, პოლიტიკოსები. ასეთი აფიორები უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში. ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ვინ ცდილობს რევოლუციების მოწყობას ამ ქვეყანაში და სწორედ ამას ეძღვნება გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა