სოფო ჯაფარიძე ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შშმ პირთა ცენტრში - „განვითარების სივრცეში“ იმყოფებოდა

„განვითარების სივრცეში“ საოცარი ადამიანები არიან, რომლებიც სრულიად მიტოვებულები არიან ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შშმ პირთა ცენტრში - „განვითარების სივრცეში“ იმყოფებოდა.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ცენტრების არსებობა და აუცილებლად უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ.

„დღეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ვესტუმრეთ წყნეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრს „განვითარების სივრცეს“. მართლაც საოცარი სივრცეა, სადაც არიან ახალგაზრდები, ეს საოცარი ადამიანები, რომლებიც სრულიად მიტოვებულები არიან ხელისუფლების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ასეთი სივრცე არსებობდეს, სადაც ამხელა ყურადღება ეთმობა ამ საოცარ ადამიანებს. დიდი მადლობა ნინო ორდენიძეს, ამ ცენტრისთვის და დიდი მადლობა თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც მართლაც ამ საოცარ ადამიანებს ასე უვლიან, ასე ეპყრობიან და ვფიქრობ, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ცენტრების არსებობა და აუცილებლად ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომ“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს