„ძლიერი საქართველო“ - ბათუმში კუნძულის მშენებლობა ერთ-ერთი კორუფციული პროექტია, რაც მოსახლეობაში კითხვებს აჩენს

ბათუმში კუნძულის მშენებლობა ერთ-ერთი კორუფციული პროექტია, რაც კითხვებს აჩენს მოსახლეობაში, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

ბათუმის საკრებულოში აღნიშნული პოლიტიკური ძალის წევრი ვაჟა დარჩია ამბობს, რომ კუნძულის მშენებლობის პროექტი ბათუმის გენერალურ გეგმაში არ არის გათვალისწინებული.

„ჩვენ რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ იმაზე, რომ კუნძულის პროექტი ერთ-ერთი კორუფციული პროექტია. მთავარი კორუფციული რისკი ჩანს იმაში, რომ ხელოვნური კუნძული არ არის გათვალისწინებული ბათუმის გენერალურ გეგმაში, რომელშიც ბათუმელების მილიონობით ლარი გადავიხადეთ. ხელოვნური კუნძული, შეიძლება ითქვას, დამატებითი ქალაქია, ურბანულ სივრცეში ერთი დამატებითი ურბანული ცენტრი, შესაბამისად, წარმოუდგენელია ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში, რომელმაც ქალაქის ურბანული პოლიტიკა უნდა განსაზღვროს მომავალ წლების განმავლობაში, არ იყოს გათვალისწინებული ის, რაც მოხდება კუნძულზე - საუბარია ხუთი ცათამბჯენის მშენებლობაზე და იქ მულტიფუნქციური საცხოვრებლის მშენებლობაზე. ჩვენ გვიჩნდება ეჭვი იმისა, რომ ადგილი ექნება კორუფციას. ამიტომ არის ამოღებული ბათუმის გენერალურ გეგმიდან.

ვნახეთ, ტერმინალ „ერთმა“ გაავრცელა განცხადება, რომ კუნძულის მშენებლობით დიდია შანსი იმისა, რომ სამომავლოდ საფრთხე შეექმნას პორტის განვითარებას, ასევე პრობლემებია უსაფრთხოების კუთხით.

ექსპერტები საუბრობენ ეკოლოგიურ პრობლემებზე, ვხედავთ პლაჟი წაართვეს ბენზე-ბარცხანის მოსახლეობას, - ეს კითხვები პასუხგაუცემელია, არანაირი საჯარო პასუხი ამ კითხვებზე „ამბასადორ აილენდისგან“ არ ყოფილა, სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობაა ამ ინფორმაციის დამალვის და არ გასაჯაროების, სწორედ ეს აჩენს კითხვებს მოსახლეობაში, რომ ეს არის მთავარი კორუფციული პროექტი ბათუმში“, - განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

ამასთან, „ძლიერი საქართველოს“ წევრი აზა გაბუნია ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს:

„14 აგვისტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ამბასადორ აილენდს“ დაევალა დამატებითი ვალდებულებები, რის შესასრულებლადაც სამი თვის ვადა მიეცა, თუმცა გასულია ორი თვე და ჯერ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა.

მივმართავთ ეკონომიკის სამინისტროს, არ გასცეს ნებართვა, სანამ არ იქნება გათვალისწინებული ის დამატებითი ვალდებულებები, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დააკისრა შპს „ამბასადორს“, - აღნიშნა აზა გაბუნიამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა