ნინო ლაცაბიძე  - რუსთავში სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი იქნება სივრცე, სადაც არც ერთი რუსთაველი სპორტსმენის სახელი  და წარმატება არ მიეცემა დავიწყებას

რუსთავის სპორტის სასახლეში, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმის გახსნის ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს ქალაქში სპორტის სფეროში გატარებული რეფორმისა და რუსთაველი სპორტსმენების მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მუზეუმი რუსთავის მერიის ინიციატივით სპორტის განვითარების ცენტრის რეფორმის ფარგლებში გაიხსნა.

,,საქართველოს მთავრობას ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, დღეს მერიის გუნდმა, ახალ სპორტის სასახლეში ჩვენს სპორტსმენებთან და პარლამენტარებთან ერთად გახსენით უნიკალური სივრცე, რომელიც სპორტულ-საგანმანათლებლო აქტივობებით იქნება დატვირთული. რუსთავში სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი იქნება სივრცე, სადაც არც ერთი რუსთაველი სპორტსმენის სახელი და წარმატება არ მიეცემა დავიწყებას. ეს სივრცე აერთიანებს მედიათეკას, სადაც ჩვენს ახალგაზრდებს სპორტული მიმართულებით შეეძლებათ სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსების გავლა”, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

სპორტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შოთა ხაბარელმა, ირაკლი შატაკიშვილმა და ალექსანდრე დალაქიშვილმა მიმართეს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რუსთაველი ოლიმპიელები გიორგი სარდალაშვილი და ლაშა გურული, მოქმედი და ყოფილი სპორტსმენები, დამსახურებული მწვრთნელები ესწრებოდნენ.

,,ახალ სპორტის სასახლეში, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით აშენდა, დღეს რუსთავის მერიის გუნდის ინიციატივით მოეწყო სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი, სადაც საექსპოზიციო სივრცეში განთავსებულია ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების მიღწევებისა და გამარჯვებების ამსახველი ფოტოები და ჯილდოები. ამ სივრცეში სპორტსმენებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სპეციალური კურსები სპორტის მიმართულებით”, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა. გიორგი დოხტურიშვილმა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სპორტის მუზეუმი სამუშაო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო სივრცეებს აერთიანებს. საექსპოზიციო სივრცეში საერთაშორისო ასპარეზობებზე რუსთაველი სპორტსმენების წარმატებების ამსახველი ჯილდოები და თასები, ასევე ფოტოებია წარმოდგენილი. საგანმანათლებლო სივრცეში სპორტის განვითარების ხელშემწყობი პროექტები დაიგეგმება და განხორციელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში