ეკატერინე გალდავამ BKN301Group-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ BKN 301Group-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში BKN301 Group-მა წარადგინა BaaS ორკესტრატორი ქართული ბაზრისთვის, რომელიც გააფართოებს ფინანსური ტექნოლოგიების ჰორიზონტს კავკასიაში.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, ფინტექ სექტორს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და მარეგულირებლის როლი საზედამხედველო სფეროს ინოვაციების წახალისებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ფინანსური ბაზრის სიდიდე ძალიან მცირეა ბაზარზე ორიენტირებული ინოვაციების შესაქმნელად, რის გამოც ჩვენი, როგორც მარეგულირებლის როლი საზედამხედველო სფეროს ინოვაციების წახალისებაში ძალიან მნიშვნელოვანია. სებ-ის ინიციატივები მიზნად ისახავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ახალი იდეები შეიძლება წარმოიშვას. გარემოს, სადაც სტარტაპები და დამკვიდრებული კომპანიები შეძლებენ ერთად იმუშაონ და გაიზარდონ. ვმუშაობთ სხვადასხვა სექტორში მეტი ინოვაციისა და კონკურენციის წახალისებისთვის“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

მათივე ცნობით, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ასევე ისაუბრა ქვეყნის ფინტექ სტრატეგიაზე, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით მუშავდება. ეკატერინე გალდავას თქმით, ფინტექ სტრატეგია აგებულია სამ ძირითად საყრდენზე: პოლიტიკაზე, ინფრასტრუქტურასა და ეკოსისტემაზე.

კონფერენციაზე გაიმართა დისკუსიები საქართველოსა და კავკასიაში გადახდების პერსპექტივის შესახებ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო BaaS-ს და Payments-as-a-Service-ს, როგორც ციფრული საფულის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს