ირანის საგარეო მინისტრი - ირანი მზადაა, ისრაელის მხრიდან ნებისმიერი შემდგომი აგრესიის საპასუხო ქმედებები უყოყმანოდ განახორციელოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი უყოყმანოდ განახორციელებს კიდევ უფრო ძლიერ თავდაცვით ქმედებებს, თუ ისრაელი გასულ კვირას განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ირანს უპასუხებს.

„ირანი სრულიად მზად არის, განახორციელოს უფრო ძლიერი თავდაცვითი ქმედებები, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი შემდგომი აგრესიის საპასუხოდ და ამას უყოყმანოდ გააკეთებს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი მტკიცებით, ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმა შეესაბამებოდა საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მის თავდაცვის უფლებას.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელი ირანზე „ლეტალურ, ზუსტ და გასაკვირ“ საპასუხო დარტყმას განახორციელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს