ლევან მაჭავარიანი ბუნდესტაგში მხარდაჭერილ რეზოლუციაზე - ეს ყველაფერი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, ჩვენი კონსტიტუციის და სუვერენიტეტის უპატივცემულობა და გაერო-ს წესდების უგულებელყოფაა

ეს ყველაფერი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, ჩვენი კონსტიტუციის და სუვერენიტეტის უპატივცემულობა და გაერო-ს წესდების უგულებელყოფაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან ბუნდესტაგში მხარდაჭერილ რეზოლუციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს საკითხს შეეხებოდა.

მისი თქმით, ბუნდესტაგში მხარდაჭერილ რეზოლუციას მხარს გერმანიის რეიტინგით მეორე და მესამე ადგილზე მყოფი პარტიები არ უჭერდნენ.

„ამ რეზოლუციას მხარს არ უჭერდა გერმანიის რეიტინგით მეორე და მესამე ადგილზე მყოფი პარტიები. დაგვიწუნეს დემოკრატია საქართველოში და ვერ ამბობენ იმის არგუმენტს, თუ რატომ არის დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში. ყველა ის რეიტინგი და ინდექსი, რომელიც იმ სამი-ოთხი თვის განმავლობაში ყველაზე ავტორიტარული დასავლური ორგანიზაციების მიერ ქვეყნდება, როდესაც ჩვენ დემოკრატიას გვიწუნებენ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტია. 11 წლიანი უწყვეტი დემოკრატიული პროცესით საქართველო არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. ასევე, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დღემდე ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რა ნაწილი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონი ძალიან რომ არ მოსწონთ, იქნებ აქაც განმარტონ, რა არ მოსწონთ.

ეს ყველაფერი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, ჩვენი კონსტიტუციის და სუვერენიტეტის უპატივცემულობა, და გაეროს წესდების უგულებელყოფაა. არავის არ აქვს უფლება, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ასე უხეშად ჩაერიოს (საუბარი მაქვს, გარე აქტიორებზე). პირდაპირი ლუსტრირებაა, რომ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მათ მიერ მართულ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს რამენაირად ბარიერი გადაალახვინონ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - "საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება. აქვე ხაზგასმულია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო